ახალი ამბები

რუსეთი გამორიცხავს “ჯაშუშობაში ეჭვმიტანილის“ თბილისისთვის გადაცემას

რუსული მხარე არ განიხილავს რუსი ოფიცრის კონსტანტინე პიჩუგინის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემას, იტყობინება “რია ნოვოსტი“ 29 სექტემბერს რუსეთის საელჩოს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.


ქართული მხარეს აცხადებს, რომ პიჩუგინი საქართველოში მოქმედი რუსული სამხედრო დაზვერვის ქსელის ერთ-ერთი მონაწილე იყო და ამჟამად ის თბილისში განთავსებულ რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბს აფარებს თავს. შტაბი 27 სექტემბრიდან ქართული პოლიციის ალყაშია მოქცეული. სწორედ ამ დღეს მოხდა საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი კიდევ ოთხი რუსი სამხედრო ოფიცრის დაკავება.


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველო არ მოხსნის ალყას შტაბის გარშემო, სანამ რუსეთი ჯაშუშობაში ეჭვმიტანილს ქართველ სამართალდამცავებს არ გადასცემს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button