skip to content
ახალი ამბები

ოქრუაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბათუმს სტუმრობს

ბათუმიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის 27 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ იგი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფება, რათა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიის განხორციელებაში დაეხმაროს.


„მე აქ ვიმყოფები, რათა ჩემს მეგობრებს, ჩვენი პარტიის კანდიდატებს დავეხმარო საარჩევნო კამპანიის განხორციელებაში და მინდა განვაცხადო, რომ თითოეული ჩვენთაგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ გამოიჩიონოს ძალიან დიდი აქტიურობა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.


მისი თქმით, „ფრონტის ხაზი“ 5 ოქტომბერზე გადის. 


„ჩვენ კარგად უნდა გავაანალიზოთ რამხელა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და დღევანდელი დაპატიმრებები [შპიონაჟის ბრალდებით რუსი ოფიცრების და საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება] ამის ნათელი დადასტურებაა“, – დასძინა ოქრუაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button