skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: კვიციანი მოსკოვში იმყოფება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ემზარ კვიციანი მოსკოვში იმალება და ვიდეო გზავნილებს მოსკოვის სტუდიებში წერს.


ქართული ტელეკომპანიის “იმედის“ ეთერში 10 სექტემბერს ნაჩვენებ ვიდეო გზავნილში კვიციანი კოდორის ხეობაში სამთავრობო ძალების წინააღმდეგ პარტიზანული მოქმედებების დაწყებით დაიმუქრა.


“ცუდად მენიშნა ასევე კვიციანის განცხადება. ყველამ კარგად ვიცით, კვიციანი მოსკოვში იმყოფება, ჩვენ ამის დამადასტურებელი საბუთები გვაქვს. მოსკოვში ძალიან მაღალი დონის სტუდიაში ჩაწერეს კვიციანი, რომელმაც განაცხადა, რომ იგი კოდორში პარტიზანულ მოძრაობას იწყებდა. ამ სტუდიის მისამართი ჩვენი ვიცით…  ხვალ რომ რუსების მხრიდან რაიმე სახის პროვოკაცია განხორციელდეს, კვიციანს და არღვლიანს დააბრალებენ. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ყველანაირი პროვოკაციების გასანეიტრალებლად, ძალიან მაღალი დონის კონტრდაზვერვით ღონისძიებებს ვახორციელებთ“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button