ახალი ამბები

ცხინვალში მიკროავტობუსის მგზავრები გაძარცვეს

დღეს ცხინვალში მიკროავტობუსს თავს დაუდგენელი პიროვნება დაესხა და  მგზავრები გაძარცვა. თავდასხმის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თავდასხმა ცხინვალში მილიციის შენობის სიახლოვეს მოხდა. ანალოგიურ თავდასხმას ადგილი ჰქონდა ასევე 26 სექტემბრის ღამეს.


დღესვე სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ განაცხადა, რომ ეს ფაქტები რუსი ე.წ. სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში ხდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ უმოქმედობას.


“ეს არის ერთ-ერთი ის პირობა, რომლის გამოც ჩვენ [სამშვიდობო] ფორმატის და ოპერაციის მექანიზმის შეცვლას ვითხოვთ“, – განაცხადა დღეს მერაბ ანთაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button