ახალი ამბები
ბეჟუაშვილი უკრაინის ხელმძღვანელობას შეხვდება
26-29 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი კიევს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტორ იუშჩენკოსთან, პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ იანუკოვიჩთან და თავის უკრაინელ კოლეგასთან ბორის ტარასიუკთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გელა ბეჟუაშვილი მონაწილეობას მიიღებს ასევე საერთაშორისო ფორუმში – “სიცოცხლე ჩემს ხალხს“, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის წლებში კიევის მახლობლად ტრაგიკულად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)