
ახალი ამბები
ირაკლი ბათიაშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩება
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 ოქტომბრამდე გაუგრძელა ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ოპოზიციური გაერთიანება “წინ საქართველოს“ ერთ–ერთ ლიდერს ირაკლი ბათიაშვილს, რომელიც სამართალდამცავებმა 29 ივლისს დააკავეს.
ბათიაშვილს, რომელსაც სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 30 ივლისს შეუფარდა, ბრალი ედება კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერისა და დანაშაულის დაფარვაში.
ბათიაშვილის მხარდამჭერებმა გააპროტესტეს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.