skip to content
ახალი ამბები

ნატო და საქართველო ‘ინტენსიური დიალოგის’ ეტაპზე გადადიან

ნატო–ს გენერალური მდივნის იააპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებით, ალიანსი საქართველოსთან ინტენსიურ დიალოგს იწყებს, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ნატო–ს წევრობის გზაზე.


ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა ნიუ–იორკში 21 სექტემბერს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პროსკონფერენციაზე განაცხადა. სწორედ ამ შეხვედრაზე მიიღეს საქართველოსთან ინტენსიურ დიალოგზე გადასვლის გადაწყვეტილება.


სხეფერის განმარტებით, ინტენსიური დიალოგი გულისხმობს, რომ “ალიანსი და საქართველო ძალიან მჭიდროდ იმუშავებენ ერთად და უფრო ინტენსიური დიალოგი ექნებათ ერთმანეთთან”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button