ახალი ამბები

ბეჟუაშვილი: რუსეთს არ ელის წყნარი დღეები გაეროში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) პირველი გამარჯვებაა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეა შავი ზღვა–კავკასიის რეგიონში არსებულ კონფლიქტებს განიხილავს. 


ეს საკითხი ასამბლეის სხდომის დღის წესრიგში, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, სუამის ქვეყნების მოთხოვნით შევიდა.


“პირველად რუსეთს დაუპირისპირდა ჯგუფი ქვეყნებისა, რომლებმაც გადალახეს ბარიერი, რუსეთის ვეტო… ეს ნიშნავს იმას, რომ წლის განმავლობაში ჩვენ, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა და სხვები ამ საკითხებს ძალიან მწვავედ დავაყენებთ გაეროს ტრიბუნიდან. რუსეთს არ ელის წყნარი დღეები გაეროში“, – განუცხადა ტელეკომპანია “იმედს“ გელა ბეჟუაშვილმა ნიუ–იორკში.


22 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოში არსებული კონფლიქტების თაობაზე სავარაუდოდ, კრიტიკულად ისაუბრებს.


ნიუ–იორკში გამგზავრებამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აღარ შეეგუება ამ კონფლიქტების არსებობას თავის ტერიტორიაზე.

Back to top button