skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ბორის ტადიჩს17 სექტემბერს ლონდონში შეხვდა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მინისტრის შეხვედრების შესახებ ანონსებს რეგულარულად ავრცელებს, სერბეთის ლიდერთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ წინასწარ არ განუცხადებია.


“მხარეებმა განიხილეს რეგიონული თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოსოვოს თემას… ორივე მხარემ გამოთქვა შეშფოთება, რომ კოსოვოს მოდელის გამოყენებას შესაძლოა მოჰყვეს ძალზედ ნეგატიური და სავალალო შედეგები“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


გელა ბეჟუაშვილსა და სერბეთის პრეზიდენტს შორის დაუგეგმავი შეხვედრა მალევე შედგა მას შემდეგ, რაც სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ დრაჟკოვიჩმა სერბული იარაღის საქართველოში ექსპორტის აკრძალვა მოითხოვა და განაცხადა, რომ ეს იარაღი შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.


ლონდონიდან გელა ბეჟუაშვილი აშშ–ში გაემგზავრა, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 61–ე სესიაში მონაწილეობის პარალელურად გამართავს რიგ ორმხრივ შეხვედრებს, მათ შორის სლოვენიელ, კანადელ, ესპანელ და ისლანდიელ კოლეგებთან.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button