ახალი ამბები

რუსი დეპუტატი ფიქრობს, რომ სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმი არაფერს შეცვლის

რუსეთის სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვი აცხადებს, რომ თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში დამოუკიდებლობის თაობაზე დაგეგმილ რეფერენდუმს არ მოჰყვება ამ რეგიონების საერთაშორისო დონეზე აღიარება, იუწყება 16 სექტემბერს “რია ნოვოსტი“.


თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთი რეფერენდუმს 17 სექტემბერს, ხოლო სამხრეთ ოსეთი – 12 ნოემბერს მართავს.


ამასთანავე, კოსაჩოვი მიიჩნევს, რომ რეფერენდუმი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელის საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს.


ამის შესახებ მან სანკტ–პეტერბურგში მიმდინარე დიდი რვიანის ქვეყნების საპარლამენტო სამიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


“არაღიარებული ტერიტორიებისა და რეგიონალური კონფლიქტების პრობლემა არ განხილულა [დიდი რვიანის საპარლამენტო სამიტზე]… ეს საკითხები განიხილება კულუარებში არაფორმალური კონტაქტების დროს“, – განაცხადა კოსაჩოვმა.

Back to top button