ახალი ამბები

ცხინვალში შსკ-ს სხდომა ჩაიშალა

ცხინვალში დღეს დაგეგმილი ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა   მას შემდეგ ჩაიშალა, რაც სამხრეთ ოსეთის მხარემ ქართული სამშვიდობო ბატალიონის სარდლის პაატა ბედიანაშვილის ცხინვალში შეშვებაზე უარი განაცხადა.


სამხრეთ ოსეთის მხარემ განაცხადა, რომ ბედიანაშვილი 2004 წლის ზაფხულში “სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო აგრესიის ორგანიზატორთა და აქტიურ მონაწილეთა შორის იყო“, რის გამოც უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე უარი მას უთხრა.


“ამგვარი მიდგომა ყოვლად მიუღებელია. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩვენს ვარაუდს, რომ ეს ფორმატი [შსკ] მოძველდა არამარტო მორალურად, არამედ მისი ფუქნციონირებაც შეზღუდულია“, – განუცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ 15 სექტემბერს ჟურნალისტებს.


მანამდე მერაბ ანთაძემ აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარის უარი ბედიანაშვილის სხდომაში მონაწილეობაზე მიჩნეული იქნება, როგორც  “შეხვედრის მიზანმიმართულად ჩაშლა“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button