ახალი ამბები

რუსი დეპუტატები ე.წ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმს დააკვირდებიან

რუსეთის სათათბიროს სპიკერის ბორის გრიზლოვის განცხადებით, სათათბიროს დეპუტატები თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებლობის თაობაზე 12 ნოემბერს დანიშნულ რეფერენდუმს დააკვირდებიან, იუწყება დღეს “რია ნოვოსტი“.


“თბილისის პოლიტიკა უბიძგებს სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს ჩაატარონ ასეთი რეფერენდუმი. ეს მათი [ცხინვალის] უფლებაა“,  – განაცხადა გრიზლოვმა.

თვითგამოცხადებული რეგიონი განმეორებით რეფერენდუმს ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად მართავს.


სათათბიროს სპიკერის თქმით, რუსი დეპუტატები ასევე დააკვირდებიან რეფერენდუმს თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთშიც.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button