skip to content
ახალი ამბები

ეუთო ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებელთა “შეზღუდულ“ მისიას აგზავნის

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისმა 8 სექტემბერს “საარჩევნო დამკვირვებელთა შეზღუდული მისია” გამოყო საქართველოში 5 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, იტყობინება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისი.


“დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისს სჯერა, რომ სასარგებლო იქნება ამ არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელება. თუმცა, შეზღუდული ვადების გათვალისწინებით და დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ, გადაწყდა, რომ არჩევნების დღეს სისტემატური დაკვირვება არ განხორციელდება მისიის მიერ“, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა გეერტ აჰრენსმა. 


5-6 სექტემბერს გეერტ აჰრენსი საქართველოს ოფიციალურ პირებს, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.


“ზოგიერთმა მათგანმა გამოთქვა წუხილი, რომ შეზღუდული ვადები არ მისცემს მათ საშუალებას შესაბამისი კამპანია განახორციელონ და შესაძლოა საარჩევნო ადმინისტრირების პროცესიც შეფერხდეს“, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.


დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისმა სთხოვა ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს გამოაგზავნონ 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი მომავალ კვირას.


დამკვირვებლები გააკონტროლებენ წინასაარჩევნო კამპანიას, მედიის მიერ  ინფორმაციის გაშუქებას, საკანონმდებლო ბაზას და მის განხორციელებას, მედიაში არსებულ ვითარებას, საარჩევნო ადმინისტრაციის და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას და საარჩევნო დავების გადაწყვეტას. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისი არ მოითხოვს მოკლევადიანი დამკვირვებლების გამოგზავნას.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button