ახალი ამბები

სოხუმი ზემო აფხაზეთში ქართული ძალების როტაციის შესახებ იუწყება

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინიტრის მოადგილის ანატოლი ზაიცევის ინფორმაციით, 7 სექტემბერს კოდორის ხეობაში 200–მდე ქართველი სამხედროს როტაცია განხორციელდა, იუწყება “აფსნიპრესი“.
 
“ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ზემო კოდორის ხეობაში არა პოლიციელები, არამედ სამხედროები იმყოფებიან, რაც მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების უხეში დარღვევაა“, – აცხადებს ზაიცევი.


ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ზემო აფხაზეთში წესრიგისა და კანონიერების დაცვას პოლიციური ქვედანაყოფები ახორციელებენ მას შემდეგ, რაც ივლისის ბოლოს ხეობაში ამბოხების წინააღმდეგ “პოლიციური ოპერაცია” ჩატარდა.


ამავდროულად, “რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსმა სამშვიდობოებმა სამეგრელოში, სოფელ ჭითაწყარში დამატებითი საგუშაგო გახსნეს კოდორის ხეობისკენ მოძრავი “სამხედრო მანქანების” გაკონტროლების მიზნით.


თბილისში აცხადებენ, რომ საგუშაგოს გახსნა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად მოხდა.


 

Back to top button