ახალი ამბები

მსოფლიო ბანკი: საქართველოს რეფორმების განხორციელებაში მოწინავე ადგილი უკავია

მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში “ბიზნესის წარმართვა 2007: როგორ განვახორციელოთ რეფორმები” საქართველოს 37-ე ადგილი უკავია.


გასული წლის ანალოგიურ მოხსენებაში საქართველოს მე-100 ადგილი ეკავა; ამდენად, მოხსენების თანახმად, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული რეფორმატორი გახდა შრომის ახალი წესების დამკვიდრების გზით.  


მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბიზნესის მიერ გადასახდელი სოციალური გადასახადი 31%-იდან 20%-მდე შემცირდა, რამაც დამქირავებლებს ახალი თანამშრომლების აყვანა გაუადვილა, ხოლო კორპორაციული გადასახადების აკრეფა 300%-ით გაიზარდა.


საქართველოს მოყვებიან რუმინეთი და მექსიკა ბიზნების წარმართვის გაადვილების რეიტინგში. 


დსთ-ს ქვეყნებიდან მხოლოდ სომხეთი უსწრებს საქართველოს, რომელსაც 34-ე ადგილი უკავია.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button