ახალი ამბები

რუსეთმა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი კვლავ ჩაკეტა

რუსეთმა 3 სექტემბერს კვლავ ჩაკეტა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მას შემდეგ, რაც ის 31 აგვისტოს დროებით გაიხსნა, იტყობინება რუსული მედია.


რუსული “ნეზავისიმაია გაზეტას“  ცნობით, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის თეიმურაზ მამსუროვის თხოვნის საფუძველზე. მისი თქმით, საზღვრის გახსნამ საშუალება მისცა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მაცხოვრებლებს, რომელთაც ზაფხული საქართველოში თავიანთ ნათესავებთან გაატარეს, უკან დაბრუნებულიყვნენ.


ზემო ლარსი საქართველოსა და რუსეთს შორის ერთადერთი კანონიერი სასაზღვრო-გამშვები პუნქტია. დანარჩენი ორი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიებზე მდებარეობს და მათ თბილისი უკანონოდ მიიჩნევს.


ქართული მხარის განცხადებით, ზემო ლარსის დახურვა პოლიტიკური ნაბიჯი იყო, რაც მოძრაობის როკის გვირაბისკენ გადამისამართებას ისახავდა მიზნად. თბილისის განცხადებით, ეს არის მოსკოვის მცდელობა, რომ თვითგამოცხადებული რეგიონის გავლით საზღვრის გადაკვეთის ლეგალიზებას შეუწყოს ხელი.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button