ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში უკანონო შეიარაღება აღმოაჩინეს

უკანონო შეიარაღება, კერძოდ  “D-30“ ტიპის 122 მილიმეტრიანი საარტილერიო ქვემეხი აღმოაჩინა 3 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, ყორნისის რაიონულ ცენტრში მონიტორინგის ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში ქართველი, რუსი, ჩრდილოეთ ოსი სამხედრო დამკვირვებლები და ეუთოს წარმომადგენლები შედიოდნენ.


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფაქტზე რეაგირების ნაცვლად, რუსეთის სამშვიდობო ძალების შტაბმა გასცა მითითება არ შეეჩერებინათ ტექნიკის გადაადგილება.


“ეს ფაქტი ათეულობით სხვა ადრეულ დარღვევასთან ერთად ცალსახად მოწმობს, რომ ე.წ რუსი სამშვიდობოები, პირდაპირ არიან ჩართულნი ოსური ბანდ-ფორმირების შეიარაღებისა და მათი უკანონო ქმედებების დაფარვაში“, – აცხადებს თავდაცვის სამინიტრო 4 სექტემბერს.

Back to top button