ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრის აპარატი გმობს ქართულ ვერტმფრენზე თავდასხმას

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეშფოთებას გამოხატავს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სიახლოვეს, საჩხერის რაიონში 3 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ქართულ ვერტმფრენს “ოსურმა ბანდფორმირებებმა” ცეცხლი გაუხსნეს. 


ვერტმფრენის მგზავრები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ინციდენტის შედეგად არ დაშავებულა.


“მომხდარმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთის როგორც მთავარი მედიატორის სრული კონტროლის ქვეშ მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის მექანიზმი, ისევე როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატი, მიზანმიმართულად ემსახურება არა კონფლიქტის სრულმასშტაბიან, პოლიტიკურ მოგვარებას და ხელოვნურად გახლეჩილი საზოგადოების შერიგებას, არამედ რეგიონში და მთელს საქართველოში პროვოკაციების და საომარი მოქმედებების გაჩაღების მექანიზმების შენარჩუნებას“, – ნათქვმია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.


 

Back to top button