ახალი ამბები

შერეული სამშვიდობო ძალების თქმით, უკანონო ფრენა პროვოკაციაა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების მიერ 3 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული ვერტმფრენების მიერ განხორციელებული “უკანონო“ ფრენები კონფლიქტის ზონის თავზე “პროვოკაციული ხასიათისაა“, იტყობინება “ინტერფაქსი“ და სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


“ამგვარი ქმედებებით ირღვევა შერეული საკონტროლო კომისიის 2002 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება შერეული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში უკანონო ფრენების თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.


3 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენს, რომელშიც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფებოდა, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ჯგუფებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ვერტმფრენმა ავარიული დაჯდომა განახორციელა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button