
ახალი ამბები
თავდაცვისა და შს სამინისტროები IPAP–ის ფარგლებში ერთობლივად იმუშავებენ
თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების 31 აგვისტოს ერთობლივი ბრძანების საფუძველზე ნატოს-თან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად შეიქმნა ექსპერტთა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი ჯგუფი თავდაცვის სამინისტროსა და შს სამინისტროს ინფრასტრუქტურის შესაძლო ერთობლივი გამოყენების საკითხებზე იმუშავებს.