ახალი ამბები

რესპუბლიკელები და კონსერვატორები არჩევნებში ერთად მიიღებენ მონაწილეობას

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რესპუბლიკელები და კონსერვატორები ერთად გამოვლენ.


დავით უსუფაშვილმა 1 სექტემბერს “სივილ ჯორჯიას” ასევე განუცხადა, რომ  პარტნიორი პარტიები თბილისის მერის პოსტზე ჯერ კიდევ განიხილავენ რესპუბლიკელებიდან – თინა ხიდაშელის და კონსერვატორებიდან კი – კობა დავითაშვილი კანდიდატურებს.


დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, სხვა პარტიებთანაც გრძელდება კონსულტაციები, რომლის შედეგებიც 7 სექტემბრისთვის გახდება ცნობილი, როცა საარჩევნო ბლოკის შექმნის ვადა იწურება. 


რესპუბლიკელებსა და კონსერვატორებს აქტიური საპარლამენტო თანამშრომლობა აკავშირებთ, რადგან პარლამენტში საერთო ფრაქცია –დემოკრატიული ფრონტი – აქვთ შექმნილი. საპარლამენტო არჩევნებისთვის კი ორივე პარტია მმართველ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთ ბლოკში იყო გაერთიანებული.



 

Back to top button