ახალი ამბები

თბილისი “უკანონოს“ უწოდებს სამხრეთ ოსეთში გაზსადენის მშენებლობას

საგარეო საქმეთა სამინისტრო 1 სექტემბერს აცხადებს, რომ ალაგირი (ჩრდილოეთ ოსეთი) – ცხინვალი/სამხრეთ ოსეთის გაზსადენის მონაკვეთის საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად მშენებლობა “უკანონოა“.


“ეს, რა თქმა უნდა, ეხება ამ “პროექტის” ყველა მონაწილეს, კომერციული კომპანიების ჩათვლით“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.


“მომავალში  ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ნებისმიერი გარიგება, მათ შორის დაგეგმილ სამშენებლო ტენდერში რომელიმე უცხო ქვეყნის კომპანიის რაიმე ფორმით მონაწილეობა შეფასდება როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და შიდა საქმეებში უხეში ჩარევა“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 


ამას გარდა, სამინისტრო ითხოვს  ცხინვალში რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის უკანონო საკონსულტაციო პუნქტის დახურვასა და საქართველოს ტერიტორიაზე არალეგიტიმურად მყოფი რუსეთის ფედერაციის ჩინოვნიკების გაწვევას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button