ახალი ამბები

რუსეთის მთავრობამ სამხედრო ბაზებზე და ტრანზიტზე საქართველოსთან შეთანხმებები განიხილა

რუსეთის მთავრობამ ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების გაყვანასა და სამხედრო ტრანზიტზე საქართველოსთან 31 მარტს სოჭში ხელმოწერილი შეთანხმებები მოიწონა და რუსეთის პრეზიდენტს გაუგზავნა რატიფიკაციის მიზნით მათი სათათბიროში წარსადგენად, იტყობინება 1 სექტემბერს “იტარ–ტასსი“.


ორივე შეთანხმების – “საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესისა და გაყვანის შესახებ” და “საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ“ – რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტმა 13 აპრილს უყარა კენჭი.


აპრილში საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმაც უნდა მოახდინოს ამ შეთანხმებების რატიფიცირება, ეს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურა ვერ გახდება საქართველოდან ბაზების გაყვანის მიმდინარე პროცესის შეფერხების მიზეზი, რაც 2008 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

Back to top button