ახალი ამბები

საქართველო და სომხეთი საზღვრის დელიმიტაციას განიხილავენ

ერევანში მეორე დღეა საქართველოს და სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიების მორიგი ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. 
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე ქართულ მხარეს ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე, ხოლო სომხეთის  მხარეს – კომისიის თავმჯდომარე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გეღამ ღარიბჯანიანი.
 
სომხეთთან კომისების მუშაობის შედეგად  უკვე შეთანხმებულია 110 კილომეტრიანი მონაკვეთი, რაც საზღვრის მთელი პერიმეტრის ნახევარს შეადგენს.

Back to top button