ახალი ამბები

ამერიკელი სენატორები ცხინვალს სტუმრობენ

ამერიკელ სენატორთა დელეგაცია, რომელსაც ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობს, დღეს ცხინვალს ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან.


სენატორებთან შეხვედრისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა აღნიშნა რომ სამხრეთ ოსური მხარე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგული რჩება  და აუცილებელია პრობლემის სამეტაპიანი გაგმის მიხედვით მოგვარება, რომლის საწყისიც მხარეებს შორის ნდობის აღდგენა უნდა გახდეს, იუწყება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.


კოკოითმა ასევე აღნიშნა, აშშ-ის ”მნიშვნელოვანი როლი 2004 წელს [ქართული მხარის მიერ] განხორციელებული სამხედრო აგრესიის შეჩერების საქმეში. ”


მან ასევე სინანული გამოხატა, რომ სამხრეთ ოსურ მხარეს არ ეძლევა ”საერთაშორის ტრიბუნა” რათა საკუთარი პოზიცია გამოხატოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button