Placeholder canvas
ახალი ამბები

რუსთავი 2-ის ჟურნალისტები ტაბატაძის გადაყენებას აპროტესტებენ

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება ”კურიერი” 26 აგვისტოს დილის ეთერში არ გასულა, რისი მიზეზიც ჟურნალისტების პროტესტი გახდა, რომლებიც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა ტაბატაძის თანამდებობიდან მოხსნის წინააღმდეგნი არიან, იუწყებიან ქართული საინფორმაციო საშუალებები.


თავად ტელეკომპანიას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. კომენტარისგან თავს იკავებენ ჟურნალისტებიც.


გაზეთი ”რეზონანსი” იუწყება 26 აგვისტოს, რომ გავრცელებული ინფორმაციით ტაბატაძე ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო გაანთავისუფლეს, ”რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი არველაძის დამსახურებაა.” თუმცა გაზეთი ვერ აკონკრეტებს თუ რა გახდა ამ სავარაუდო დაპირისპირების მიზეზი.


”რეზონანს” იქვე მოჰყავს ტაბატაძის სიტყვებიც: ”მე თბილისში არ ვიმყოფები. შვებულებაში ვარ და ნამდვილად არაფერი ვიცი.”


ბოლო თვენახევარის განმავლობაში ეს უკვე მეორე სკანდალური სიტუაციაა, რომელშიც ტელეკომპანია ”რუსთავი 2” აღმოჩნდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის პოლიტიკური თოქ-შოუს “თავისუფალი თემის“ წამყვანმა ეკა ხოფერიამ, 6 ივლისს გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ იგი ტოვებს “რუსთავი 2”-ს რადგან მიუღებელია მასზე ზეწოლის მცდელობები.


ამის შემდეგ, ”თავისუფალ თემას” ტაბატაძე უძღვებოდა, თუმცა ამ ბოლო დროს გადაცემა ეთერში არ გასულა, რადგან ახალი წამყვანი შვებულებაში იმყოფებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button