skip to content
ახალი ამბები

ბერძენიშვილი არჩევნებზე საუბრობს

საპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო ბლოკის ჩამოსაყალიბლებლად კონსულტაციებს აგვისტოს ბოლოს განაახლებს, აცხადებს  ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ „რეზონანსში“ 22 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
 
ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მთელი ოპოზიცია რა თქმა უნდა ერთ ბლოკად ვერ გაერთიანდება.
 
„ლეიბორისტებმა უკვე გააკეთეს განცხადება, რომ ამ საარჩევნო ბლოკში არ იქნებიან. ან გამოაცხადებენ ბოიკოტს, ან მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ არა ბლოკის სახით. სრულიად დამაჯერებელი და შესაძლებელია, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ – რესპუბლიკელებმა, ახლებმა, მრეწველებმა, კონსერვატორებმა პოლიტიკური ბლოკი შექმნან“, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
 
მისი თქმით არჩევნები საკმაოდ მწვავე კონკურენციაში ჩაივლის. „დარჩენილია კიდევ ერთიმესამედი ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებსაც თავისი მოსაზრებები ჯერ არ გამოუხატავთ. სწორედ ეს მოქალაქეები გადაწყვეტენ ყველაფერს,“ – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
 
მისვე თქმით აგვისტოს ბოლოს საპარლამენტო ოპოზიცია ასევე დაიწყებს კონსულტაციებს პარლამენტის სხდომების ბოიკოტის შესაძლო შეწყვეტის შესახებ.


საპარლამენტო ოპოზიციამ ბოიკოტი 31 მარტს გამოაცხადა და ხელისუფლებას შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენება, საარჩევნო კოდექსისი შეცვლა და მერების პირდაპირი წესით არჩევა.
 
თუმცა ხელისუფლებამ ოპოზიციამ არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ბერძენიშვილის თქმით, ბოიკოტით იმის მიღწევა მაინც გახდა შესაძლებელი რომ „საერთაშორიოს დონეზე გავიდა საქართველოს ფსევდოდემოკრატიულობის ამბავი“.
 
„ვფიქრობ, რომ ბოიკოტმა თავისი ისტორიული მისია შესარულა და ამოწურა“ – აცხადებს ბერძენიშვილი და იქვე დასძენს რომ ოპოზიცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში უნდა დაბრუნდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button