skip to content
ახალი ამბები

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი საქართველოს სტუმრობს

გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარი ანტონიუ გუტერეში 18-20 აგვისტოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. 
 
საქართველოში ვიზიტის ძირითადი მიზანია უმაღლეს დონეზე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროგრესის განხილვა, კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისა და მოსახლეობის მონახულება და გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის მიერ ქვეყანაში განხორციელებული პროგრამების გაცნობა, იტყობინება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი.
 
ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი კომისარი ეწვევა სოხუმს, გალს, ზუგდიდს, ცხინვალსა და პანკისის ხეობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button