skip to content
ახალი ამბები

მოსკოვში შსკ-ს სხდომა იმართება

დღეს მოსკოვში სამხრეთ ოსური კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა იმართება, რომელშიც  ქართული, რუსული, სამხრეთ ოსური და ჩრდილოეთ ოსური მხარეები მონაწილეობენ. 

 

მოსკოვში უკვე იმყოფება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე.

 

შსკ-ს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის არის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროგრამის შემუშავებისთვის ერთობლივი ჯგუფის მუშაობის დაწყება; კონფლიქტის მხარეთა  სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი მუშაობა;  კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია და დემილიტარიზაციის დაწყება; ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესის დაწყება. 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში იმედი გამოთქვმა, რომ შეხვედრა „ახალ იმპულს შესძენს“ მოლაპარაკებების პროცესს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button