skip to content
ახალი ამბები

ადიგენის რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადიგენის რაიონში, კურორტ აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მძვინვარებდა, ლიკვიდირებულია.


საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლიერება გამოხატა თურქეთის და უკრაინის მთავრობების მიმართ ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით დახმარების გამო, ასევე აღნიშნა კომპანია BP-ს ექსპერტების როლიც.


საქართველომ ასევე გამოხატა მადლიერება გერმანიის, რუსეთის და ავსტრიის მთავრობების მიმართ, რომლებმაც თბილისს დახმარება შესთავაზეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button