skip to content
ახალი ამბები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს სტუმრობდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მეჰდი საფარი 14-15 აგვისტოს საქართველოს ეწვია და პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.


ირანული საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ცნობით, შეხვედრის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სურვილს გააძლიეროს ურთიერთობები ირანთან და ირანის პრეზიდენტი მაჰმუმ აჰმადინეჯადი საქართველოში მიიპატიჟა.


პრეზიდეტმა სააკაშვილმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობის გაძლიერებას გაზისა და ელექტროენერგიის საკითხებში, იტყობინება „ირნა“.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავი შეიკავეს მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრისგან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button