skip to content
ახალი ამბები

თურქეთში ავტოკატასტროფაში 4 ქართველი დაიღუპა

სტამბოლიდან თბილისისკენ მომავალმა ავტობუსმა 16 აგვისტოს დილით თურქეთის ქალაქ სამსუნის მახლობლად ავტოკატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 


საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ავარიის შედეგად საქართველოს 22 მოქალაქე დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. 


წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, რაც ავტოავარიის მიზეზი გახდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button