ახალი ამბები
სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსური მხარეები თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ
დღეს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის სამთავრობოთაშორისო სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა, სადაც სოციალური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი პროგრამის განხორციელების საკითხი განიხილეს.
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაცით, მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობების შემდგომი სხდომის მომზადების თაობაზე.
ანალოგიური შეხვედრა მთავრობებს შორის 19 მაისს ცხინვალში გაიმართა, სადაც ხელი მოეწერა ერთობლივ პროგრამას სოციალური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)