skip to content
ახალი ამბები

ცხინვალში ოსური პასპორტების გაცემა დაიწყო

დღეიდან სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ოსური პასპორტების გაცემა დაიწყო.


სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, პირველი პასპორტი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა აიღო.


„დღევანდელი დღე განსაკუთრებული იქნება სამხრეთ ოსეთის ისტორიაში, რომელმაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობისკენ. შემდეგი ნაბიჯი იქნება რეფერენდუმი, სადაც ჩვენი რესპუბლიკის მოსახლეობას მოუწევს 1992 წლის რეფერენდუმის შედეგების დამტკიცება“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდნეტმა.


პასპორტების გაცემის შესახებ კომენტარისგან თავი შეიკავა დღეს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ და განაცხადა, რომ ყველაფერზე 17-18 აგვისტოს მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის შემდეგ გააკეთებს კომენტარს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button