skip to content
ახალი ამბები

“თბილგაზის” ყოფილ მმართველს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილგაზის“ ყოფილ მმართველს გიორგი გვიჩიანს „თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის შეკვეთით და განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.


გიორგი გვიჩიანს, რომელიც 7 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააპატიმრეს, ლომინაძის მკვლელობის დროს „თელასის“ კომერციული დირექტორის თანამდებობა ეკავა.


გიორგი გვიჩიანი სამართალდამცავებმა 2003 წლის 11 ივნისს ფინანსურ მაქინაციებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტების ბრალდებით დააკავეს, თუმცა მაშინ მალევე გაათავისუფლეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button