skip to content
ახალი ამბები

საგარეო უწყება სამშვიდობოების გაყვანის შესახებ დასკვნას ამზადებს

საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, შემოდგომაზე სამინისტრო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებიდან სამშვიდობოების გასვლასთან დაკავშირებით დასკვნას წარმოადგენს, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოსა და მთავრობას გადაეცემა.


მინისტრის განცხადებით, ამ დროისათვის მიმდინარეობს იმ სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზი, რომლის საფუძველზეც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაცია მიმდინარეობს.


ბეჟუაშვილის განმარტებით, აფხაზეთში სამშვიდობოებთან დაკავშირებით საქმე გაცილებით იოლად არის, ვინაიდან აქ სამშვიდობო ოპერაცია დსთ-ს ეგიდით მიმდინარეობს. 


“რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ამ შემთხვევაში უნდა გადაიხედოს 1992 წლის სოჭის ხელშეკრულება“, – განაცხადა მინისტრმა.


პარლამენტმა 18 ივლისს დაავალა მთავრობას დაიწყოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის პროცედურები.


8 აგვისტოს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ განაცხადა, რომ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) მომავალ სხდომაზე, ქართული მხარე 1992 წლის დაგომისის ხელშეკრულების გადახედვის საკითხს დააყენებს. შსკ-ს სხდომა 17-18 აგვისტოს მოსკოვში გაიმართება.


სოჭის შეთანხმების თანახმად, რომელიც ასევე ცნობილია დაგომისის შეთანხმების სახელით შეიქმნა შერეული სამშვიდობო ძალები ქართული, ოსური და რუსული ბატალიონების შემადგენლობით. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button