skip to content
ახალი ამბები

ჩრდილოეთ ოსეთის ოფიციალური პირები აფხაზეთს სტუმრობენ

ჩრდილოეთ ოსეთის დელეგაცია პარლამენტის ვიცე-სპიკერის აზამატ ხადიკოვის ხელმძღვანელობით 10 აგვისტოს სოხუმში ჩავიდა, იტყობინება „აფსნიპრესი“.


ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები განიხილავენ ჯანდაცვის, ტურიზმის და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს.


აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში ივნისში ვლადიკავკაზს ეწვია და ჩრიდლოეთ ოსეთის ლიდერთან თეიმურაზ მამსუროვთან გამართა მოლაპარაკებები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button