skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილი: სამშვიდობოების გაყვანა რისკთან არის დაკავშირებული

საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე პარლამენტის 18 ივლისის დადგენილების აღსრულებას თან ახლავს გარკვეული “რისკები“ .


“მაგრამ ჩემი აზრით ეს რისკი გამართლებულია, ვინაიდან დღეს ის, რაც ჩვენ თვალწინ ხდება [კონფლიქტების ზონებში]  არანაირ ჩარჩოში არ ჯდება“, – განაცხადა 9 აგვისტოს გელა ბეჟუაშვილმა თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.  


ბეჟუაშვილის თქმით, მისი კოლეგები იზიარებენ მოსაზრებას, რომ სამშვიდობო ოპერაციები არაეფექტურია და მათი ჩანაცვლება უნდა მოხდეს უფრო ნეიტრალური ფორმატებით.


“სამწუხაროდ, სამშვიდობოების ოპერაციების ფუნქციები დღეს დაკარგულია. ეს არადამოუკიდებელი მშვიდობისმყოფელები არიან, ადამიანები, რომელთა თვალწინ ხდება შეთანხმებების დარღვევა, ხალხს ესვრიან, იტაცებენ. ჩვენ ამის დაშვება არ შეგვიძლია“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button