skip to content
ახალი ამბები

სამოქალაქო აქტივისტი “ხულიგნობისთვის“ დააკავეს

“თანასწორობის ინსტიტუტის” აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი 8 აგვისტოს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 2 დღით დააპატიმრეს.


თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი დაპატიმრების თაობაზე სანქცია 9 აგვისტოს დილით გასცა.


8 აგვისტოს ჩხარტიშვილმა და “თანასწორობის ინსტიტუტის” ათობით აქტივისტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის დროსაც მოსამართლეებს 19 წლის ამირან რობაქიძის მკვლელობის საქმის თაობაზე სამართლიანი პროცესის ჩატარებისკენ  მოუწოდებდნენ. რობაქიძის მკვლელობაში საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ედება ბრალი.


საპროტესტო აქცია სასამართლოს მანდატურებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, მას შემდეგ რაც მათ არ მისცეს აქციის მონაწილეებს საშუალება სასამართლოს შენობაზე წარწერები გაეკეთებინათ.


ლაშა ჩხარტიშვილი და “თანასწორობის ინსტიტუტის” კიდევ სამი აქტივისტი 30-დღიანი პატიმრობიდან 29 ივლისს გაათავისუფლეს. ეს სასჯელიც მათ სასამართლოს ეზოში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო მოიხადეს. მათი დაპატიმრება დაგმო სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა და მას “უკანონო“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button