skip to content
ახალი ამბები

არველაძე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დეკემბერში ჩატარდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დეკემბერში ჩატარდება, განუცხადა 7 აგვიტოს “რუსთავი 2“–ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ. თუმცა მან არჩევნების დღე არ დაასახელა.


მისი თქმით, ხელისუფლების სურვილია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ბოლომდე მიიყვანონ მიმდინარე საბიუჯეტო წელი.


“ჩვენ არ გვეჩქარება… ჩვენთვის მთავარია გავაკეთოთ ჩვენი საქმე“, – განაცხადა არველაძემ.


ახალი ვადა განსხვავდება იმ ვადისგან, რომელიც პრეზიდენტმა აპრილში გაახმოვანა, როდესაც განაცხადა, რომ “ადგილობრივი არჩევნები დაახლოებით ნოემბერში ჩატარდება”.


2006 წლის 23 ივნისს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, კანონი არ უწესებს პრეზიდენტს შეზღუდვებს არჩევნების დღის დასანიშნად. კანონის ერთადერთი პირობაა, რომ 2006 წელს საკრებულოს არჩევნების ჩატარების თარიღს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე 40 დღით ადრე.  


 


  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button