ახალი ამბები

ზურაბიშვილი პრეზიდენტის “კარგი განცხადებების“ აღსრულებას სკეპტიკურად უყურებს

ოპოზიციური პარტიის “საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 4 აგვისტოს წარმოდგენილ ახალ ეკონომიკურ სტრატეგიას, თუმცა დასძინა, რომ ამ “კარგი განცხადებების და კარგი მიმართულებების იმპლემენტაცია არ ჩანს“.


“არ შეიძლება, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს დეკლარაციული პოლიტიკა, რადგან ხელისუფლებას გააჩნია ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ აამოქმედოს თავისი პოლიტიკა და ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი იგივე განცხადებებს აკეთებს თვეების მანძილზე და არაფერი იცვლება“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.


მისი თქმით, “ერთადერთი პოლიტიკა, რაც მართლაც ხორციელდება დღეს ქვეყანაში, არის PR–პოლიტიკა“.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 4 აგვისტოს გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტი ბიზნესგარემოს გაუმჯობესების გზით 2009 წლისთვის უმუშევრობის სულ ცოტა ორჯერ შემცირება იქნება.


 

მსგავსი/Related

Back to top button