skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილმა ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 4 აგვისტოს გამართულ სატელეფონო საუბარში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის საკითხებში პიტერ სემნების კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებსა და კოდორში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა.


საგარეო უწყების ცნობით, 3 აგვისტოს ამერიკული მხარის ინიციატივით  სატელეფონო საუბარი შედგა ასევე  მინისტრ ბეჟუაშვილსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს დენიელ ფრიდს შორის, რომლის დროსაც მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button