skip to content
ახალი ამბები

ცხინვალში შსკ–ს სხდომის გამართვაზე მსჯელობენ

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ბორის ჩოჩიევმა, რომელიც ამავდროულად შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეა, განაცხადა, რომ შსკ–ს სხდომა 17–18 აგვისტოს ან სექტემბრის დასაწყისში გაიმართება. თუმცა, მისი თქმით,  ქართული მხარე სხდომის დაუყოვნებლივ გამართვას ითხოვს, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


ამის შესახებ ჩოჩიევმა დღეს ცხინვალში შსკ–ს რუსული მხარის თანათავმჯდომარესთან იური პოპოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, რუსულმა მხარემ შსკ–ს სხდომის მოსკოვში გამართვა შესთავაზა.


ჩოჩიევის განცხადებით, კონსულტაციები შსკ–ს სხდომის ჩატარების თაობაზე კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან მერაბ ანთაძესთან და ეუთო მისიის ხელმძღვანელთან როი რივთან იური პოპოვის შეხვედრებისას 3 აგვისტოს თბილისში დაიწყო.


ჩოჩიევის ინფორმაციით, შსკ–ს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის განხილვის მიზნით დღეს ცხინვალში სტუმრობას როი რივი გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button