skip to content
ახალი ამბები

პოლიციის ძალები კოდორში დარჩებიან

დეპუტატმა გიგა ბოკერიამ 26 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოს პოლიციის ძალები კოდორის ხეობაში იქ მიმდინარე ოპერაციის დასრულების შემდეგაც დარჩებიან, რათა ხეობაში კანონი და წესრიგი დაიცვან.


კოდორის ხეობა თვითგამოცხადებული აფხაზეთის ერთადერთი ნაწილია, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს.


ხეობას დღემდე აკონტროლებდა გასამხედროებული ჯგუფი “მონადირე“, რომელსაც ემზარ კვიციანი ხელმძღვანელობს. თუმცა, მას შემდეგ რაც კვიციანმა ხელისუფლებას 22 ივლისს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, მთავრობამ იქ საპოლიციო ძალები გააგზავნა.


საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება მუდმივად განათავსოს საპოლიციო ძალები კოდორში, სავარაუდოდ, აფხაზური მხარის პროტესტს გამოიწვევს.


თუმცა, ოფიციალური პირები თბილისში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმება თბილისსა და სოხუმს შორის  მხოლოდ შეიარაღებული ძალების განლაგებას კრძალავს კოდორის ხეობაში და ეს დებულება საპოლიციო ძალებზე არ ვრცელდება.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button