ახალი ამბები

ზურაბიშვილი კოდორში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

ოპოზიციური პარტიის “საქართველოს გზა“ ლიდერის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, “ემზარ კვიციანი პროვოკატორია და უნდა დაისაჯოს, როგორც საჭიროა“. თუმცა იგი კოდორის ხეობაში დაწყებული სპეცოპერაციის შედეგებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.


“ვინც დაიწყო ეს ოპერაცია, ის იქნება პასუხისმგებელი ყველაფერზე. ჩვენ პასუხს მოვთხოვთ ამაზე“, – განაცხადა 26 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ “სპეცოპერაცია კარგად დასრულდება“.


ზურაბიშვილის განცხადებით, მაშინ როცა კოდორის ხეობაში პროვოკაციას აქვს ადგილი, “სვანებზე“ საუბარი მიუღებელია.


“ჩვენ არ შეიძლება ვლაპარაკობდეთ სვანების და სვანურ პრობლემებზე. აქ ეს[პრობლემები] არ არსებობს. არის პროვოკაცია, რომელიც შეიძლება მომხდარიყო ნებისმიერ რეგიონში და რომელსაც უნდა მოუაროს სახელმწიფომ. ეს არის მისი ვალდებულება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მსგავსი/Related

Back to top button