
ახალი ამბები
რესპუბლიკური პარტია გმობს ემზარ კვიციანის განცხადებებს
25 ივლისს რესპუბლიკურმა პარტიამ დაგმო ემზარ კვიციანის მიერ გაკეთებული საჯარო მოწოდება ხელისუფლებისადმი შეიარაღებული დაუმორჩილებლობის შესახებ და შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ სააკაშვილსა და მმართველ გუნდს დააკისრა.
“კოდორის ხეობაში ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგად შექმნილი მძიმე ვითარება მხოლოდ საბაბია გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი პროცესების პროვოცირებისთვის, რაც ქვეყანას ღრმა კრიზისისკენ მიაქანებს“, – ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის პრეს–რელიზში.