ახალი ამბები

რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე წინადადებებს სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ბრძანებულების საფუძველზე 20 ივლისს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის წევრად მიღების ფარგლებში საქართველოს-რუსეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით.


შვიდკაციანმა ჯგუფმა, რომელსაც ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ კოვზირიძე უხელმძღვანელებს, საქართველოს მთავრობისათვის უნდა შეიმუშაოს წინადადებები  რუსეთის ვმო-ს ფარგლებში ბაზარზე დაშვების შესახებ ორმხრივი მოლაპარაკებების სახელმძღვანელო დირექტივების თაობაზე.

Back to top button