ახალი ამბები

თბილისს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სტუმრობს

17 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდება იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს აკიკო იამანაკას, რომელიც საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.


ვიზიტის ძირითადი მიზანია საქართველო-იაპონიის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საკითხების და მრავალმხრივი ურთიერთობების განხილვა.


იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უკვე შეხვდა  პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და საქართველო-იაპონიის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს. დაგეგმილია ასევე შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან.



 

Back to top button