ახალი ამბები

საქართველო მზად არის რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები განაახლოს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) მისი გაწევრიანების ფარგლებში განაახლა ბაზარზე დაშვების ორმხრივი მოლაპარაკებები, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 14 ივლისს.


ქართული მხარის განცხადებით, ქართული ღვინის და მინერალური წყლების აკრძალვის გზით რუსეთმა დაარღვია 2004 წლის მაისში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) ფარგლებში ბაზარზე დაშვების პირობების თაობაზე ორმხრივი მოლაპრაკებების დასრულების შესახებ ოქმის დებულება.


თბილისის განცხადებით, ორი უკანონო სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მუშაობა – ერთი სამხრეთ ოსეთში (როკის გვირაბი) და მეორე აფხაზეთში –  ასევე არის ორ ქვეყანას შორის 2004 წლის მაისში ხელმოწერილი ოქმის დარღვევა.  საქართველოს მხრიდან ძირითადი მომლაპარაკებელი იქნება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button