
ახალი ამბები
ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს სასჯელი მცირედით შეუმსუბუქეს
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს დავით მირცხულავას სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის გამო მისჯილი პატიმრობა 7 წელსა და 6 თვემდე შეუმცირა.
თუმცა პროკურატურა 10 წლიანი პატიმრობის შენარჩუნებას ითხოვდა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ მირცხულავას 2005 წლის მარტში მიუსაჯა მას შემდეგ, რაც მან წინასწარ პატიმრობაში წელიწადნახევარი დაჰყო.
მირცხულავა 2003 წლის დეკემბერში დააკავეს.